თეგეტა მოტორსი ქართველი ექიმებისთვის
თეგეტა მოტორსი აგრძელებს კამპანიას #თეგეტაექიმებთანერთად, რომლის ფარგლებშიც COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმებს, უსასყიდლოდ გადასცა 500 ცალი სამედიცინო დანიშნულების სპეციალური კომბინიზონი და სამ შრიანი პირბადეები.
#თეგეტაექიმებთანერთად სწორედ დღევანდელი ვითარების
უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია - ასე აფასებენ კომპანიაში.
ამასთანავე თეგეტა მოტორსი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების
დღიდან უზრუნველყოფს „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი
ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოს“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების და სანიტრების
ტრანსპორტირებას სამსახურამდე და შემდეგ სახლებში, ამ ფორმით დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია,
ვინაიდან აღნიშნული პერსონალის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს დედაქალაქში და მათი ტრანსპორტირება
ხდება თბილისის შემოგარენი რაიონებიდან.
ყველა მძღოლი სრულად არის ეკიპირებული და დაცული ვირუსის
გადადების შემთხვევისაგან, მათ აცვიათ სპეციალური კომბინიზონები, ხელთათმანები, უკეთიათ
სათვალე და პირბადე, ასევე მუდმივად კეთდება აღნიშნული ავტომობილების სრული დეზინფექცია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, თეგეტა მოტორსმა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ
ბრძოლის მხარდასაჭერად, საქართველოს სამთავრობო ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა.
კომენტარი