სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კორონამ არა, შენ მოკალი 12 წლის ბავშვი, ხელისუფლება!" - ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი 12 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:
"12 წლის ბავშვზე წერენ კორონამ მოკლაო.
სიცრუეა ეს.
ბავშვს ცალი თირკმელი არ ჰქონდა, დიალიზი სჭირდებოდა საწრაფოდ. ჯერ კოვიდცენტრში გადაიყვანეს სიცხის გასაზომად, სადაც დიალიზს ვერ გაუკეთებდნენ, არადა სასწრაფოდ ჭირდებოდა, მერე სცადეს უკვე სხვაგან გადაყვანა, მაგრამ ვერ მოასწრეს – ბავშვი გზაზში დაიღუპა. დაიღუპა დიალიზის დაგვიანების გამო.
12 წლის ბავშვი მოკლა დაუდევრობამ, უპასუხისმგებლობამ, იმან რომ ის უზარმაზარი თანხა, რაც პანდემიისთვის გამოიყო არათუ აღჭურვილობაზე, ექიმების გადამზადებაზე, საწოლებზე და საველე საავადმყოფოებზე არ დახარჯულა, არც იმის აღრიცხვა მომხდარა რამდენი ინსულინიანი და დიალიზიანი ადამიანია საქართველოში ზუსტად, რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო, რომ ეპიდაფეთქებისას ხალხი არ დაგეხოცათ. ხელისუფლებამ კი ეს ფული საკუთარი სასტუმროების კოვიდსასტუმროებად გადაკეთებასა და არჩევნებზე დახარჯა.
კორონამ არა, შენ მოკალი 12 წლის ბავშვი, ხელისუფლება!" - წერს სარიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100