სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩოხატაურში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "გურიანიუსი" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

გამოცემა წერს, რომ პირი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კი ის გარდაცვლილი დახვდა.

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100