რატომ დაჯარიმდა კომპანია Apple 32,5 მილიონი დოლარით?
ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ კომპანია ეფლისგან მომხმარებელთათვის ზიანის მიყენების გამო ჯარიმის გადახდა მოითხოვა. საუბარია ბავშვების მიერ მშობლების ნებართვის გარეშე მობილურისთვის ფასიანი პროგრამების გადმოწერის ფაქტზე. დაზარალებულ მხარედ კი სწორედ მშობლები სახელდებიან.
ჯარიმასთან ერთად ეფლს პროგრამების საფასურის გადახდის პროცესის გართულებაც დაევალა, რათა არასრულწლოვნებმა ვერ შეძლონ მსობლების დახმარების გარეშე მათი შეძენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ მშობელთა საჩივრების განხილვის შემდეგ მიიღო. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი დაზარალებული დედა ჩიოდა, რომ მისმა ქალიშვილმა 2600 დოლარის ღირებულების ფუნქციები გადმოიწერა თამაშისთვის “Tap Pet Hotel”. სხვა მომჩივანი მშობლები კი შვილებმა საშუალოდ 500 დოლარით დააზარალეს.
კანონის თანახმად ეფლი ზემოაღნიშნული ფაქტის გამო მინიმუმ 32,5 მილიონი დოლარით დაჯარიმდება.
კომენტარი