სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საგანგებო მდგომარეობა ეგვიპტეში - შარმ-ელ-შეიხში ტურისტული ექსკურსიებს აჩერებს

ეგვიპტეში დაღუპულია 4 ჟურნალისტი და 43 პოლიციელი,დაშვებულია 2 926 ადამიანი.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით შარმ-ელ-შეიხში ტურისტული ექსკურსიები დროებით შეჩერდა, პოლიცია კი ჰურგადაში მყოფ ტურისტებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტურისტული სააგენტო Travel Mole იუწყება.
"ბიბისის" ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად, წუხანდელიდან მოყოლებული ამ დროისთვის 421 ადამიანია დაღუპული.
ეგვიპტის დროებითი მთავარობის განცხადებით, დაღუპულთა შორის 43 პოლიციელია, დაშავებული კი 2 926 ადამიანია.
ქაიროში და ეგვიპტის 14 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100