სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციის მაღალჩინოსანი ქალების წინააღმდეგ - ვინ არის გომელაურის უწყების თანამშრომელი, რომელსაც ძალადობაში ამხელენ

პოლიციელები ქალების წინააღმდეგ - სამართალდამცველი, რომელსაც აქციის მონაწილე ქალები ძალადობაში ამხლებენ ლაშა სალუქვაძეა! ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, "პირველების" გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ სწორედ სალუქვაძე ძალადობდა ქალებზე, ისმის დაზარალებულებისს ხმაც, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნს აფრხილებენ, რომ მისმა ძალადობამ შესაძლოა სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვიოს.

დაზარალებულები ყვებიან, რომ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ცესკოსთან მშვიდობან აქციაზე მისულ მომიტინგებს საპატრულო პოლიციის მაღლჩინოსანი ლაშა სალუქვაძე უსწორდებოდა.

მოძალადე პოლციიელის, კადრების გასაჯაროვების შემდეგ ჯერ ცესკოს შენობაში დაიმალა, შემდეგ კი "პირველების" კითხვებს გაურბოდა, ამტკიცებდა, რომ ის რაც ვიდეომასლაში ჩანდა, რეალობა არ არის.

ცეკოს დღეს ქალაქების აქციის გამო პოლიციის ალყაში იყო მოქცეული. შავი წერტილების აქციაზე შეკრებული ქალებისგან გიორგი კალანდარიშვილს პოლიციელების უპრეცედენტო რაოდნეობა იცავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100