სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში რადარებიდან დილით გამქრალმა Ан-12–მა კატასტროფა განიცადა

მაგადანის ოლქში, ომსუკჩანის აეროპორტიდან 50 კმ–ის დაშორებით Ан-12 თვითმფრინავი ჩამოვარდა. მის ბორტზე მყოფი 12 ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა. მაშველები ვერ ახერხებენ ავიაკატასტროფის ადგილამდე მისვლას, რადგან იქ ნისლი ხილვადობას ართულებს. ამჟამად ხილვადობის სიშორე მხოლოდ 180 მეტრია.

სატვირთო თვიტმფრინავი რეისს კომსომოლკ–ამურიდან ჩუკოტკის ერთ–ერთ დასახლებამდე ასრულებდა, საწვავის მარაგი კი მაგადანში უნდა შეევსო. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი კომპანია „ავის–ამურის“ კუთვნილებაა. კატასტროფის მომენტში ბორტზე 18 ტონა ტვირთიც იყო განთავსებული.

მაგადანის აეროპორტი საჰაერო ხომალდმა მოსკოვის დროით 6.37 საათზე დატოვა. 7.24 წუთზე ეკიპაჟმა შეტყობინება გადმოსცა საწვავის გაჟონვის შესახებ. აეროპორტის მიმღები სამსახურები ავარიული დაშვებისთვის მოემზადნენ, მაგრამ შეტყობინებიდან ექვს წუთში თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა და იგი რადარებიდან გაქრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100