ინოვაციური პროექტი - “Streetart.ge”
"Streetart.ge" - არის ინოვაციური პროექტი, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის, ილუსტრატორებისათვის და გრაფიკოსებისათვის 9 სხვადასხვა ლოკაციზე შეიქმნა მარტივი სივრცე, სადაც ისინი სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ ქალაქში გამოფენის მოწყობას.ასევე თავს გააცნობენ საზოგადოებას და მოახდენენ თავისივე შემოქმედების გაყიდვას. პროექტის ფარგლებში შექმნილი ,,არტ ბოქსების“, ვებ გვერდის და სახელოსნო სტუდიის მეშვეობით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ონლაინ მაღაზია, სადაც ახალგაზრდა არტისტები გაყიდიან თავიანთ ნამუშევრებს, რომელსაც დაამზადებენ სტუდია - სახელოსნოში. ასევე, მალე ჩაეშვება ვებ გვერდი,რომლის მეშვეობით არტისტები ნახავენ გამოფენების კალენდარს, ექნებათ თავისი ნამუშევრების პორთფოლიო, სახლიდან გაუსვლელად ექნებათ შესაძლებლობა ბაზაში ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები, ასევე მოაწყონ გამოფენები სხვადასხვა ლოკაციებზე და გაყიდონ.
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ პროექტის ხელმძღვანელთან ლევან გელიაშვილთან ერთად ნ.დუმბაძის ქუჩაზე განთავსებული არტ ბოქსი ნახა.
„პროექტი საშუალებას მისცემს ახალგაზრდა ხელოვანებს გააცნონ თავისი შემოქმედება საზოგადოებას, მოხდება მათი პოპულარიზაცია და უფრო მეტ ახალგაზრდა ხელოვანს მიეცემა მოტივაცია ჩაერთოს შემოქმედებით პროცესში და გაიფართოვონ შემოქმედებითი არეალი“ - აღნიშნა ნათია სირაბიძემ.
კომენტარი