სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისრაელის ელჩი "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს ეწვია

სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის გამგეობის წევრები ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდნენ. შეხვედრა პლატფორმის ოფისში გაიმართა.

შეხვედრაზე "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ ელჩს 20/20-ის სადამკვირვებლო საქმიანობის მეთოდიკა და აქტივობები გააცნო, რომელსაც, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, "სამოქალაქო პლატფორმა 20/20" წინასაარჩევნოდ ახორციელებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, წელს პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა იქნება ძალიან მცირე, შესაბამისად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა განსაკუთრებით იზრდება.

"სამოქალაქო პლატფორმა 20/20" ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100