"და ამ პოსტის ქვეშ, ყველანი ჩვენსას ვაღიარებთ" - ჟურნალისტის საინტერესო პოსტი
ჟურნალისტი და მწერალი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
"და ამ პოსტის ქვეშ, ყველანი ჩვენსას ვაღიარებთ.
ქამინგ აუთ
მე რომ 12 წლის ვიყავი, დავცინოდი ყველა განსხვავებულს.
დავცინოდი მეგობრებთან ერთად - ჩემნაირებთან ერთად.
დავცინოდი "გიჟ დიმას"
დავცინოდი "დაუნ ლიას"
დავცინოდი ქურთ რომას
დავცინოდი პიდარასტ ნიკას
დავცინოდი კაცქალა მანანას
დავცინოდი ელამ გიას.
დავცინოდით დავცინოდით დავცინოდით
და მერე ვტრაბახობდით, ვინ უფრო კარგად დასცინა,
ვინ უფრო ხმამაღლა დასცინა
და რომ მერე იმან იტირა და გაიქცა…
და ამ საღამოს, როცა ჩემი შვილი მიყვებოდა ბიჭზე, რომელიც გეია და რომელმაც ორი წლის წინ, 3 დეკემბერს "ქამინგ აუთ გააკეთა"
და რომ ის წიგნი, რომელიც გუშინწინ ამერიკიდან ჩამოუვიდა, ამ ბიჭმა დაწერა და ამ წიგნს აღფრთოვანებული მათვალიერებინებდა,
შემრცხვა ჩემი შვილის.
შემრცხვა მეთქვა, რომ მე რომ 12 წლის ვიყავი, ვიყავი სასტიკი და ვიყავი ჰომოფობი.
და შემრცხვა ჩემი მშობლების გამოც,
რომ არასდროს უთქვამთ, არ დამეცინა მათთვის, ვინც მე არ მგავდა,
იმიტომ, რომ ისინიც იყვნენ ჰომოფობები,
რომ მათთვის პიდარასტი პიდარასტი იყო და მეტი არაფერი...
ბოდიში ჩემ შვილს,
რომ როცა მისხელა ვიყავი,
დავცინოდი იმ ბიჭისნაირ ბიჭს, რომლის დაწერილ წიგნსაც ახლაც ფურცლავს და ფურცლავს…
მე არასდროს მისწავლებია ჩემი შვილისთვის არ დაეცინა მათთვის, ვინც მას არ გავს.
ის უბრალოდ ასეთია.
ამით მჯობია", - წერს თარხნიშვილი.
კომენტარი