სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 ახალი პაციენტიდან ორი ბავშვია

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკას გუშინ 3 ახალი პაციენტი დაემატა - 2 ბავშვი და ერთი მოზრდილი.

„გუშინ კლინიკას დაემატა 3 პაციენტი, აქედან 2 ბავშვია, რომელიც კარანტინის ზონიდანაა გადმოყვანილი და ერთი მოზრდილი. სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. ბავშვებს დედა თან ახლავთ, რომელიც ინფიცირებული არ არის. სამივე ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 69. 18 წლამდე ასაკის პირი არის 19. 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა არის გაუმჯობესება და დგება მისი რეანიმაციიდან გადაყვანის საკითხი.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100