სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაბეთი SBC Awards-ზე “სპორტბეთინგის ამომავალი ვარსკვლავის” კატეგორიის ფინალისტებში მოხვდა.

SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსებული საერთაშორისო კომპანიაა. მის შემადგენლობაში შედის SBC News, რომელიც მომხმარებელს გემბლინგის სფეროს უახლეს ამბებს აცნობს. გარდა ამისა, კომპანიის ნაწილია SBC Events, რომელიც სპორტბეთინგში მოღვაწე კომპანიებისთვის ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს, გამოფენებს. მათ ორგანიზებულ ღონისძიებებს 4 წლის წინ SBC Awardsშეემატა, სადაც ყოველ წელს სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო გემბლინგ კომპანიებს აჯილდოებენ.

წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 28 განსხვავებულ კატეგორიაში გამოვლინდებიან. სწორედ მათ შორისაა “სპორტ ბეთინგის ამომავალი ვარსკვლავის” კატეგორია, რომლის ფინალისტებში 10 ონლაინ გემბლინგ ვებგვერდი მოხვდა, მათ შორის კი – აჭარაბეთიც. SBC Awards-ზე სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოები მოგებული აქვთ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა Bet365, SkyBet, Oddscheker და ა.შ.

აჭარაბეთმა SBC Awards-ის ყურადღება ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო მიიქცია. adjarabet.com იყო პირველი, რომელმაც 2015 წელს ქართულ ბაზარზე სპორტ ბეთინგის მოყვარულების ერთ-ერთი ფავორიტი ფუნქცია, CashOut შემოიტანა. გარდა ამისა, იმავე წელს მოთამაშეებს შესთავაზა NonStop – აჭარაბეთის შექმნილი უნიკალური ფუნქცია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ასევე, აჭარაბეთი სპორტის მოყვარულებს სთავაზობს სრულყოფილ და კომფორტულ სპორტბეთინგს. აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკები, შემადგენლობები, თამაშების ლაივ სტრიმები და დასრულებული მატჩების მიმოხილვები. სხვადასხვა ინოვაციურ ფუნქციებთან ერთად აჭარაბეთი თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან აქციებს. სწორედ ეს ყველაფერი გახდა ფინალისტებს შორის მოხვედრის საფუძველი.

ფინალისტებში მოხვედრის ამბავზე კომენტარი გააკეთეს აჭარაბეთის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კახიძემ და სპორტის მარკეტინგის მენეჯერმა იმედა იმედაშვილმა.

არჩილ კახიძე: აჭარაბეთი მუდამ ზრუნავს მომხმარებლისთვის ახალი, საინტერესო და ინოვაციური ფუნქციების შეთავაზებაზე. ასეთი პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტებში მოხვედრა გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

იმედა იმედაშვილი: ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა აჭარაბეთისთვის, რადგან ამ კატეგორიაში მონაწილეობენ ის კომპანიები, რომლებმაც თავის მომხმარებლებს ბოლო სამი წლის განმავლობაში ტექნოლოგიურად ინოვაციური სიახლეები შესთავაზეს. კონკურსში მონაწილეობა ისეთ კომპანიებთან ერთად, როგორიცაა: ბეთ365, ვილიამ ჰილი, მარათონბეთი, ლედბროკსი და ა.შ, ხაზს უსვამს აჭარაბეთის წარმატებას და აღიარებას საერთაშორისო ბაზარზე. და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენს მომხმარებელს ნდობისთვის. ამ წარმატებაში მათი წვლილი ძალიან დიდია.

SBC Awards-ის გამარჯვებულები 5 დეკემბერს, ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100