თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია!
PSP-ში
თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერით, სოციალურად დაუცველი პენსიონერი 700 ლარის ღირებულების
მედიკამენტს იღებს! 24 იანვრიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში თბილისის მასშტაბით მოსული
სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერის განაღდებისას მიიღებს მომენტალურ
სარგებელს დამატებითი ფასდაკლების სახით;
თბილისის
მერიის 500 ლარიანი ვაუჩერის თითოეული მფლობელისთვის კომპანია PSP-მ დამატებით 200₾ გამოყო, რაც
ნიშნავს რომ 500₾ ვაუჩერით სარგებლობისას ბენეფიციარი 700₾ მედიკამენტებს მიიღებს,
ამასთან აუცილებელი არ არის სრულად აითვისონ ვაუჩერით განსაზღვრული 500 ლარი.
PSP სოციალური
პროექტების მუდმივი მხარდამჭერია, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 ლარიან
მედიკამენტების მიწოდებას სოციალურად დაუცველ პირებზე PSP წელიწადზე მეტი სრულიად
უსასყიდლოდ ახორციელებდა პროგრამის მომსახურებას. ამასთან, 60+ ასაკის მოქალაქეებს
კომპანია ყოველდღე განსაკუთრებულად დაბალ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს ქრონიკული
დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. წლებია ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა
100-ის საფუძველზე სხვა ქვეყნებიდან ახორციელებს ძვირადღირებული და ონკოლოგიური დაავადებების
სამკრნალო პრეპარატების მიწოდებას.
დღეიდან,
PSP-ს ნებისმიერ
აფთიაქში თბილისის მასშტაბით მოსული სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერით
დამატებით მყისიერ სარგებელს მიიღებს, ამ პროექტის ბენეფიციარებისთვის PSP-ში 500₾ - 700₾-ის ტოლფასია.
ყოველდღე,
ყველაზე მეტი სარგებელი PSP-ში!
კომენტარი