სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ფილმი "დღის ბოლომდე" ლოკარნოს კინოფესტივალზე

ანნა სარუხანოვას მოკლემეტრაჟიანი ფილმი "დღის ბოლომდე" ლოკარნოს კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში Pardi di Domani წარადგინეს.ფილმი 2 დის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც ბაბუის სახლში ამანათი მიაქვთ. კარი ღიაა, მაგრამ იგი სახლში არ არის. ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ ამჯერად სახლისკენ გზა არ იხსნება. გოგონებმა უნდა მოიფიქრონ რა ქნან. 24 საათში ძველი ბინა მივიწყებული მოგონებების ადგილი ხდება.
ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.
შარშან ამავე პროგრამაში (Pardi di Domani) გამარჯვებული და ოქროს ლეოპარდის მფლობელი ქართველი რეჟისორი დავით ფირცხალავა გახდა ფილმით "მამა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100