სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა შტეფან ფულეს ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, კიდევ ერთი დადასტურებაა ევროინტეგრაციის პროცესებში ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერისა საქართველოსადმი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივებს. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კრიზისზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100