სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მადლიერი ვიქნები, თუ შეგვეშვები... ეს სისულელე მარტომ გააგრძელე, დაგბლოკავ" - ნანუკა ჟორჟოლიანისა და კატიკა დიდას სკანდალური დაპირისპირება სოციალურ ქსელში

ასო­ცი­რე­ბულ­მა პრო­ფე­სორ­მა თი­ნა­თინ სტამ­ბო­ლიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ "რაც უფრო გა­მე­ტე­ბით ლან­ძღა­ვენ და ჯვარ­ზე აკ­რა­ვენ ადა­მი­ა­ნებს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პოს­ტე­ბის­თვის, ან აზ­რე­ბის­თვის, მით უფრო უმ­ყარ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ ქარ­თველს შემ­დე­გი აზ­რე­ბი, რომ მი­შის­ტე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან და შეგვმუს­რა­ვენ..."


პოსტზე გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ას ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:
"თინა, ვერ და­გე­თან­ხმე­ბი. როცა ადა­მი­ანს სიკ­ვდილს უსურ­ვებ, ან ხა­რობ პრე­ზი­დენ­ტის (ვინც არ უნდა იყოს ის) მი­წა­ზე ფორ­თხი­ა­ლით, უნდა იცო­დე, რომ გი­პა­სუ­ხე­ბენ. თო­რემ კრი­ტი­კა რა თქმა უნდა, მაგ­რამ სა­დაა კრი­ტი­კა?..“ ნა­ნუ­კას კო­მენ­ტარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის, თეა სუ­ლა­ბე­რი­ძის კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა: "იგ­რძნო­ბა კო­დუ­ას კლა­სი...“ - წერს სუ­ლა­ბე­რი­ძე.
თეა სუ­ლა­ბე­რი­ძის მიერ და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რის ქვეშ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ერეკ­ლე კო­დუ­ას ახ­ლან­დე­ლი ცოლი, კა­ტი­კა დიდა მო­ნიშ­ნა, რის შემ­დე­გაც ქა­ლებს შო­რის საკ­მა­ოდ მწვა­ვე დის­კუ­სია შედ­გა:

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: მათ მომ­ნიშ­ნეს,რო­გორც ირაკ­ლის ცოლი, ამი­ტო­მაც მე შენ მოგ­ნიშ­ნე და ვუ­თხა­რი, რომ ირაკ­ლის ცოლი შენ ხარ და არა მე, უკვე დიდი ხა­ნია.

კა­ტი­კა დიდა: ყვე­ლამ იცის, ვინ ვინ არის. გულ­წრფე­ლად მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მე/ჩვენ შეგ­ვეშ­ვე­ბი, იმი­ტომ რომ დრო­დად­რო ვხე­დავ, არ შე­გიძ­ლია ცხოვ­რე­ბა ჩემ­თან პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გა­რე­შე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: როცა ვინ­მე ირაკ­ლის ჩემ­თან ერ­თად ახ­სე­ნებს, მე შენ მოგ­ნიშ­ნავ, უსა­მარ­თლო­ბაა ჩემი მოხ­სე­ნი­ე­ბა მისი გვა­რით. შენ შე­გიძ­ლია უპა­სუ­ხო მათ, სა­დაც მის წარ­სულ­ზე და­ი­წყე­ბენ სა­უ­ბარს.

კა­ტი­კა დიდა: ძვირ­ფა­სო, ირაკ­ლის შენ ახ­სე­ნებ შენ­თან, როცა ყო­ველ­თვის, ყველ­გან მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ. ამი­ტომ, ეს ნორ­მა­ლუ­რია. თუ ძა­ლი­ან არ გინ­და რომ შე­მეშ­ვა, შე­გიძ­ლია ეს სი­სუ­ლე­ლე მარ­ტომ გა­აგ­რძე­ლო, იმი­ტომ რომ დაგბ­ლო­კავ. შენს ად­გი­ლას რომ ვიყო, ჩემ­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: კარ­გი მა­შინ ირაკ­ლი მოვ­ნიშ­ნავ, იმი­ტომ, რომ მე არ გავ­ცემ პა­სუ­ხებს მის შე­სა­ხებ.

კა­ტი­კა დიდა: თუ გრძნობ, რომ გჭირ­დე­ბა მო­ნიშ­ნო, მა­შინ მო­ნიშ­ნე.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: სამ­წუ­ხა­როდ, ამ დის­კუ­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბის დრო არ მაქვს, ამი­ტომ უნდა დაგ­ტო­ვო. მაგ­რამ იცო­დე, რომ ყო­ველ ჯერ­ზე როცა ირაკ­ლის­თან ერ­თად მახ­სე­ნე­ბენ, მე შენ, ან ორი­ვე თქვენ­განს მოვ­ნიშ­ნავ. წარ­მა­ტე­ბე­ბი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100