სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"Нургалиев – м**ак“ – ასფალტზე ამ წარწერისთვის რუს გენერალს შსს–დან უშვებენ

მოსკოვის ჩრდილოეთ ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი, გენერალი ვიქტორ ტრუტნევი პირველი მაღალჩინოსანი პოლიციელია, რომელიც ხელახალი ატესტაციის შემდეგ სტრუქტურიდან გაუშვეს. რუსული მედიასაშუალებების მიხედვით, მიზეზი ტრაგიკომიკურია: გენერალს მის მიერ ასფალტზე გაკეთებული, სათაურში გამოტანილი ფრაზის გამო უშვებენ.

РБК Daily იტყობინება, რომ ინციდენტი 1 სექტემბერს მოხდა, როცა შს მინისტრი, რაშიდ ნურგალიევი შსს–ს აკადემიას მოსკოვის პოლიციის უფროსთან, კოლოკოლცევთან ერთად ეწვია. რადგან ეს აკადემია სწორედ მოსკოვის ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ ოლქში მდებარეობს, ბუნებრივია, მინისტრის მიღების ორგანიზების პასუხისმგებელი გენერალი ვიქტორ ტრუტნევი იყო. როცა რუსეთის შს მინისტრი და მოსკოვის მთავარი პოლიცმაისტერი აკადემიის შენობისკენ დაიძრნენ, ასფალტზე, დიდი თეთრი ასოებით დაწერილი სწორედ ეს ფრაზა: "Нургалиев – м**ак“ დახვდათ...

რა თქმა უნდა, ასფალტზე გაჩენილი წარწერა მყისვე წაშალეს, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ნურგალიევს მისი ნარჩენები ყელში აქვს გაჩხერილი. „ასფალტის მხატვარ–ბოროტმოქმედი“ იმ დღესვე ინსულტის დიაგნოზით ჩაწვა, ხოლო შემდეგ შვებულებაში გავიდა. დაბრუნებულზე, სავარაუდოდ, განცხადებასაც დაწერს გადადგომისა და სამსახურიდან წასვლის შესახებ, რაც მას პრივილეგიებსა და პენსიას შეუნარჩუნებს.

რუსულმა გამოცემებმა ისიც გაიხსენეს, რომ ამ თანამდებობაზე ტრუტნევის დანიშვნის წინააღმდეგი იყო მოსკოვის სამმართველოს უფროსი, გენერალი კოლოკოლცევი, რომელიც იმ ავბედით დღეს მინისტრს ახლდა. ერთ–ერთი ვერსიით, ის კარგა ხანს იკავებდა თავს ტრუტნევის დანიშვნის ბრძანებაზე ხელის მოწერისგან, ბოლოს კი ეს საკითხი „ზემოდან“ ზარმა გადაწყვიტა.

იმ ცოტა ხნის განმავლობაში, რაც ტრუტნევმა ამ თანამდებობაზე ყოფნა მოასწრო, ქვეშევრდომებმაც მოასწრეს მისი შეძულება. პირველ რიგში, გენერალმა მაჩვენებლის გაზრდა გახსნილი დანაშაულების სიხშირის ხარჯზე მოითხოვა, ხოლო შიდა კონტროლის სამსახურებს ყველა რაინის განყოფილებების შემოწმება დაავალა. ამის გარდა, გენერალმა დამატებითი თანხის გაცემა შეუწყვიტა 60–ზე მეტ თანამშრომელს, რიტაც მათი რისხვა დაიმსახურა. ასე რომ, მისი ხელქვეითები ტრუტნევის გათავისუფლების გამო დიდად არ დამწუხრდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100