აშშ-ს საელჩო "კვირის პალიტრის" სტატიას პასუხობს
აშშ-ს საელჩო საქართველოში საკუთარ ვებ გვერდზე, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას და დიდი ხანია, თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიაგარემოს ადვოკატია საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში. მაგრამ ჟურნალისტურ თავისუფლებას თან სდევს პასუხისმგებლობა, მათ შორის პასუხისმგებლობა იმის, რომ გადამოწმდეს ინფორმაცია მის გამოქვეყნებამდე.
ამონარიდები ინტერვიუდან, რომელიც დღეს „კვირის პალიტრამ“ თავის ვებგვერდსა და ფეისბუქზე გამოაქვეყნა, შეიცავს რამდენიმე განცხადებას შეერთებული შტატების პოლიტიკის შესახებ. აღნიშნული განცხადებები აბსოლუტურად არ ეფუძნება ფაქტებს და სამწუხაროდ, გამოხატავს გაზეთის წყაროს მოსაზრებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი