
მის სამყარო 2021 ანდრეა მეზა გახდა
მის მექსიკა ანდრეა მეზა მის სამყაროს გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, შარშან პანდემიის გამო გადადებული სილამაზის კონკურსი, აშშ-ში, ფლორიდაში გაიმართა. მასში 73 ქალი მონაწილეობდა. მეორე ადგილზე ბრაზილიელი ჯულია გამა, მესამეზე კი მის პერუ ჯანიკ მაცეტა დელ კასტილიო გავიდა.
„მის სამყაროს გვირგვინის ტარება ახდენილი ოცნება“, - აღნიშნა მეზამ.
მოგვიანებით მან Instagram-ზე თავისი დაჯილდოების ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით „მექსიკა, ეს შენთვის არის“.
ანდრე მექა ქალაქ ჩიხუახუადანაა, ის მოდელი და ვიზაჟისტია, ასევე აქვს პროგრამისტის დიპლომი.
კომენტარი