სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმა მამინაცვალი გაგუდა, მის ფონზე სელფი გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა

38 წლის ნავარ ტერანს ბევერლიმ საკუთარი მამინაცვალი, 64 წლის როლანდ ფრენსის ფინქი გაგუდა და გვამთან სელფი გადაიღო, რომელიც შემდეგ ტვიტერში ატვირთა.

პოლიციას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერსა და მამინაცვალს ერთმანეთთან ხშირი კონფლიქტი ჰქონდათ. სამართალდამცავებმა მიცვალებული 8 ივლისის დილას იპოვნეს. სხეულზე მას ძალადობის კვალი აღენიშნება. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ მამაკაცის სიკვდილის მიზეზი გაგუდვა გახდა. დამნაშავე ვაშინგტონთან ახლოს დააკავეს. ტერანსი მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა პოლიციას მისი პოვნა არ გაჭირვებია.

რაც შეეხება გვამთან გადაღებულ სელფს, მკვლელობაში ბრალდებულმა ის მანამდე წაშალა, სანამ დააკავებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100