სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ - გიორგი გახარია

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

გიორგი გახარიამ გეგმის მთავარ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისას საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორის დახმარებას ითვალისწინებს, მთავარი მიზანი კი ეკონომიკის სტიმულირებაა.

გიორგი გახარიამ ცალკე საკითხად გამოყო ის დახმარება, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები მიიღებენ.

გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალ 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან 100 ათასამდეა.

ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 ათასამდეა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი. აღნიშნულ დახმარებას ასევე მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირები და შშმ ბავშვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100