სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხოვრება ოთხ კედელში - ეკატერინე გამრეკელის ისტორია !

ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი და ოჯახია, რომელთაც მოულოდნელად თავს დატეხილმა უბედურებამ ცხოვრება სატანჯველად უქცია. რა უნდა იყოს იმაზე მძიმე, როცა ახალგაზრდა ასაკში ცხოვრებას ერთ ოთახში, ოთხ კედელში გამოკეტილი ატარებ... როდესაც იმედი, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება ნელ-ნელა ქრება! ხანდახან ყველაზე სასტიკი ხომ სწორედ ეს, იმედის დაკარგვაა!

იყო დრო გამრეკელების ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა! მერე ყველაფერი ერთმანეთს მოჰყვა- ჯერ 20 წლის შვილს დაუსვვეს მძიმე დიაგნოზი - გაფანტული სკლეროზი! დიაგნოზი, რომელმაც ეკატერინეს ცხოვრება ორ ნაწილად გაყო - დიაგნოზი, რომელმაც სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გოგონა ლოგინს მიაჯაჭვა, ამას დედის, ირინას ავადმყოფობა დაერთო, რასაც კიდევ ერთი ტრაგედია - მეორე შვილის ავტოკატასტროფა მოჰყვა. ოჯახი იძულებული გახდა საკუთარი ბინა გაეყიდა და სხვის სახლს შეკედლებოდნენ.

ეკატერინე ინგლისური ენის სპეციალისტი იყო, პედაგოგობას აპირებდა, მაგრამ მძიმე სენმა, მის ოცნებას წერილი დაუსვა. როცა მისი თანატოლები დიპლომს იღებდნენ, ის ლოგინად სწორედ მაშინ ჩავარდა.

მას შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა. ოჯახი, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს მისახედი, მცირე სოციალური დახმარებით და პენსიით ახერხებს თავის გატანას. ყოველთვიუარად ბინის ქირა აქვთ გადასახდელი, ეკატერინეს უამრავი მედიკამენეტი სჭირდება, ძალიან ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე - ბინის ქირა, საკვები თუ წამალი... ეკატერინეს ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია, ეტლითაც მცირე დროით სარგებლობს- მთელ დღეებს ერთ პატარა ოთახში გამოკეტილი საწოლში ატარებს. მისი დიაგნოზი იმდენად მძიმეა დედა ერთი წუთითაც ვერ ტოვებს, პატარა ბავშვივით უვლის. მას ხომ დამოუკუდებლად თმის დავარცხნაც კი არ შეუძლია. ოჯახს ორ წელზე მეტია ჩერნოვეცდკის ფონდი ეხმარება, იშინმოვლის პროგრამის ფარგლებში სოციალური მუშააკი და ექთანი ოჯახს ხშირად სტუმრობენ და პროდუქტით, მედიკამენტებით, ჰიგიენის საშუალებებით ეხმარებიან.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ეკატერინე გამრეკელი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/

შესაძლოა არც ჩვენ გვაქვს დალხენილი ცხოვრება და არაერთი ყოფითი საკითხი გვაწუხებს, მაგრამ ეკატერინეს მდგომარეობა ნამდვილად მძიმა - მას არ უნდა იგრძნოს თავი დავიწყებულად და მიტოვებულად, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია! ვუწილადოთ თუნდაც მცირედი! ეს მის პრობლემას ბოლომდე ვერ გადაჭრის, მაგრამ მძიმე ყოფას შეუმსუბუქებს. გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! თქვენ მიერ გაღებული სიკეთე მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის! ისევ გაუჩნდება იმედი, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ფეხზე დადგება და გაზაფხულზე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, სხვათა დახმარების გარეშე, საკუთარი ფეხით გაივლის ქუჩაში! ყველა ერთად დავდგეთ 30 წლის ეკატერინე გამრეკელის იმედის გადასარჩენად!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100