სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციური დაწესებულების მაღალჩინოსანი სცემა

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - პროკურორის ინფორმაციით, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა, ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა.

როგორც ბრალდების მხარე "პირველებთან" აცხადებს, ფაქტი 2024 წლის 13 აგვისტოს მოხდა, ლევან ვეფხვაძე სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ცნობა დასაშვებად მიიღო, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ ოთარ ცინდელიანს მაღალჩინოსანზე ძალადობის მუხლით ბრალი უფრო დაუმძიმდეს.

ბრალდების მხარემ დამატებით მოიპოვა მტკიცებულება, რომ ოთარ ცინდელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ იძალადა, რაზეც გამოძიებაა დაწყებული. ეს ფაქტი მოხდა 2024 წლის 13 აგვისტოს. შესაბამისად, სხვა მოცემულობა ჩვენ არ გვქონდა, რომ წარგვედგინა, მაგრამ როგორც კი გვექნება ეს მტკიცებულება, თუ კონკრეტულად რა ფორმით განახორციელა ძალადობა, რა თქმა უნდა, წარვუდგენთ სასამართლოს. თავად პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა ეს ძალადობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე მაკვალიფიცირებელი გარემოება, დაზარალებულის მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით და გენდერის ნიშნით დადასტურდა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.

ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100