სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოდორის ხეობაში, სავარაუდოდ, 10 მილიონი წლის წინანდელი სამარხები იპოვეს

კოდორის ხეობაში, იგივე დალის ხეობაში არქეოლოგებმა, პალეონთოლოგიური ძიების შედეგად, სავარაუდოდ, 10 მილიონი წლის წინანდელი ნამარხები აღმოაჩინეს. მათ შორის ცხოველთა ნაშთებიცაა ნაპოვნი, - ამის შესახებ „მედიანიუსი“ იტყობინება.

არქეოლოგების განცხადებით, აღნიშნული აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადგილას სიცოცხლე ჯერ კიდევ 10 მილიონი წლის წინ არსებობდა.

"მედიანიუსის" ცნობით, დალის ხეობა უკვე დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა სულხან სისაურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100