სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონდოლიზა რაისი: პუტინს სურდა 2008 წლის ომი

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აღშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ მედიამ მისი პოზიცია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით დაამახინჯა. კერძოდ, ზოგი მედიასაშუალება, რაისის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ მემუარებთან დაკავშირებით, ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფო მდივანი ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა.
"ეს აღმაშფოთებელია! გაფიქრებაც კი იმისა, რომ მე შემეძლო ქართველები დამედანაშაულებინა, სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა კონდოლიზა რაისმა "The Weekly Standard" -ისათვის მიცემულ ინტერციუში.
"მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ უზუსტობაა... ჩვენ მართლაც შეშფოთებულნი ვიყავით იმით, რომ რუსები საქართველოს პრეზიდენტის პროვოცირებას მოახდენდნენ და იმით, რომ იგი მისცემს მათ საშუალებას საკუთარი თავის პროვოცირების საშუალებას. მაგრამ ქართველები არავითარ შემთხვევაში არ არიან დამნაშავენი და მე ვფიქრობ ეს ტექსტიდანაც ნათელია", - განმარტა რაისმა გამოცემის მიმომხილველთან დენიელ ჰალპერთან საუბარში.
ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში სწორედ რუსეთი იყო დაინტერესებული ცხინვალში ომის გაჩაღებით.
"რუსებს სურდათ ეს ომი... მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ქართველების პროვოცირება მოეხდინათ. სამხრეთ ოსეთიდან რუსების მოკავშირეების მიერ ქართული დასახლებების დაცხრილვები ემსახურებოდა სწორედ ამ მიზანს", _ აცხადებს კონდოლიზა რაისი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ბრალს პირადად რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს აკისრებს.

საუბარი ვლადიმერ პუტინთან

"მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ დროს პრეზიდენტი არ იყო, იგი ყოველთვის ყველაზე ცუდად იყო განწყობილი ქართველების მიმართ", - აცხადებს კონდოლიზა რაისი.
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის მემუარებში წერს, რომ რუსეთის პრემიერ მინისტრი ყოველთვის ცდილობდა აიძულებინა აშშ საქართველოს დახმარება შეემცირებინა. თავის მემუარებში მას მოჰყავს დიალოგიც, რომელიც სახელმწიფო მდივანმა რუსეთის პრემიერთან საქართველოს თემაზე გამართა.
"ამის შემდეგ მე თემა შევცვალე და მას უბრალოდ ვუთხარი, რომ მაქვს გზავნილი პრეზიდენტისაგან. "ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ რიტორიკით, რომელიც თბილისისა და ემბარგოს მისამართით ისმის", - მშვიდად ვუთხარი მე და დავსძინე, რომ ნებისმიერ მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ სერიოზულ გავლენას მოახდენენ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. პუტინი მყისიერად ადგა და ზემოდან შემომხედა."თუ სააკაშვილს უნდა ომი, იგი მას მიიღებს", - განაცხადა მან - და ნებისმიერი მისი მხარდაჭერა ჩვენს ურთიერთობებს დაანგრევს. ეს იყო პოზა აშკარა ფიზიკური მუქარისა. ამის შემდეგ მეც ავდექი და ვინაიდან ქუსლებზე ვიდექი პუტინს მეც ზემოდან ქვემოთ შევხედე და პრეზიდენტის გზავნილი გავიმეორე. რაღაც დროის განმავლობაში ჩვენ ასე ვიდექით და ერთმანეთს თითქმის სახეში ვუყურებდით", - იხსენებს რაისი.

საუბარი სერგეი ლავროვთან

ამას გარდა, იგი ასევე აღწერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვთან გამართულ დიალოგს 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დროს. მისი თქმით, მას მაშინ ლავროვმა უთხრა, რომ "მიშა (სააკაშვილი) უნდა წავიდეს".
"ყურებს არ დავუჯერე და არა ანალიზის არამედ ინსტინქტის დონეზე ვმოქმედებდი. "სერგეი, არ შეიძლება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდებაზე ესაუბრებდეს" - ვთქვი მე - თქვენი მესამე მოთხოვნის შესახებ დემოკრატიული საზოგადოება გაიგებს, ვინაიდან მე ვაპირებ ვუთხრა ყველას და მე ამის გაკეთება შემიძლია, რომ რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს. "მე ხომ ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება", - განაცხადა ლავროვმა. "არა ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება და ამას ყველა გაიგებს", - ვუპასუხე მე", - წერს კონდოლიზა რაისი.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ზალმაი ჰალიდზადმა სააკაშვილის გადადგომის შესახებ სერგეი ლავროვის მოთხოვნა გაახმოვანა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ დიალოგს დაეყრდნო. თუმცა, მაშინ სერგეი ლავროვმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კონდილიზა რაისმა მისი ნათქვამი არასწორად გაიგო.

აშშ-ს უშიშრობის საბჭოს სხდომა

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა რუსეთს საშუალება მისცა მისი პროვოცირება მოეხდენა. მისივე თქმით, მას ასევე უწევდა "საბრძოლოდ განწყობილი მისი ადმინისტრაციის წევრების შეკავება". ამასთან დაკავშირებით კონდოლიზა რაისი ასევე იხსენებს ნაციონალური უშიშრობის საბჭოს პირველ სხდომას, რომელიც ცხინავლში ომის დაწყების შემდეგ ჩატარდა.
"სხდომა საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა, ისმოდა მრავალი მკაცრი გამონათქვამი რუსეთის წინააღმდეგ. სხდომის რაღაც ეტაპზე მასში ჩაერია თეთრი სახლის მრჩეველი უშიშროების საკითხებში სტივ ჰედლი. იგი ამას ძალიან იშვიათად აკეთებდა. იგი ჩაერია მაშინ, როდესაც მიდიოდა აქტიური მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რით შეეძლო აშშ-ს რუსეთს დამუქრებოდა. "მინდა კითხვა დავსვა, - განაცხადა მან ჩვეულ მშვიდ ფორმაში - ჩვენ მზად ვართ რუსეთთან ომი საქართველოს გამო დავიწყოთ?" - ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ჩვენ დავმშვიდდით და განვაგრძეთ მსჯელობა უფრო პროდუქტიულ თემებზე თუ რა ზომა შეგვეძლო კიდევ მიგვეღო", - იხსენებს კონდოლიზა რაისი.

რაისი სააკაშვილზე

მემუარებში რაისი წერს მისი თბილისში ვიზიტის შესახებ.
„ის (მიხეილ სააკაშვილი) ამაყია და შეუძლია იყოს იმპულსური. ჩვენ ყველას გვეშინოდა, რომ მას შეუძლია მოსკოვს მისცეს შესაძლებლობა მოახდინოს მისი პროვოცირება სამხედრო ძალის გამოყენებაზე. ფაქტობრივად, მან შეძლო წარმატებით მოეხდინა კონფლიქტის პროვოცირება კიდე ერთ ამბოხებულ რეგიონში - აჭარაში და გაემარჯვა. ეს რეგიონი რეინტეგრირებულ იქნა საქართველოსთან. ჩვენ გვეშინოდა, რომ ამ პრეცენდენტით მას შეეძლო ეფიქრა, რომ შეუძლია გაიმეოროს იგივე წარმოდგენა პუტინის საყვარელი სოჭის ტერიტორიის მიმდებარედ",- წერს რაისი.
ექს-სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მან მოუწოდა სააკაშვილს ხელი მოეწერა ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე, თუმცა მემუარების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა უარყო ეს წინადადება.
„ბატონო პრეზიდენტო, გააკეთეთ რაც გსურთ, მაგრამ არ მისცეთ რუსეთს თქვენი პროვოცირების უფლება. გაიხსენეთ ის მომენტი, როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ცდილობს გაიძულოთ თქვენ გააკეთოთ რაიმე სისულელე. ნუ ჩაერევით სამხედრო ძალასთან დაპირისპირებაში. არავინ არ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ დამაცხდებით", - წერს რაისი საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრისას მის მიერ ნათქვამის შესახებ.
კონდოლიზა რაისი მემუარებში ეხება საბძოლო მოქმედებების დაწყებას და აღნიშნავს, რომ „სეპარატისტები ბობმავდნენ ქართულ სოფლებს, რადგან სურდათ რომ საქართველოს განეხორციელებინა მათი მისამართით ძლიერი სამხედრო დარტყმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100