სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიასა და ისრაელს შორის შეტაკება მოხდა

როგორც ლიბიის გაზეთი The Daily Star–ი იუწყება, დღეს დილით ისრაელისა და ლიბიის სამხედროებს შორის ორმხრივი სროლა გაიმართა. ინციდენტი ისრაელისა და ლიბიის საზღვარზე მოხდა.

ლიბიის გაზეთი ცნობით, გამთენიისას ებრაელმა ჯარისკაცმა ლიბიის საზღვარი გადაკვეთა, რის შედეგადაც, ლიბიელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს.

მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს ებრაული გაზეთი The Jerusalem Post. ჟურნალისტის თქმით, ლიბიელმა ჯარისკაცებმა სროლა აუტეხეს ებრელ პატრულს, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ლიბიელი სამხედროების საპასუხოდ ცეცხლი ებრაელმა სამხედოებმაც გახსნეს, რის შედეგადაც მთლიანად დაიცხრილა ლიბიელ მესაზღვრეთა შენობა. ორმხრივი სროლის დროს, არაცერთი ქვეყნის ჯარისკაცი არ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე ლიბიაში მომუშავე გაეროს სამშვიდობოები მივიდნენ. ისინი არკვევდნენ, თუ რომლმა მხარემ დაიწყო სროლა და ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა.

შეგახსენებთ, რომ ხუთი წლის წინ, ლიბიის დაჯგუფება ,,ჰეზბოლას“ ბოევიკებმა ისრაელის მესაზღვრეები ალყაში მოაქცის და ორი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მათი ტყვეობიდან დახსნა ვერ მოხეხრხა, ისინი ბოევიკებმა ჩაცხრილეს.

აღნიშნულმა ინციდენტმა ისრაელსა და ,,ჰეზბოლას“ შორის ომი გამოიწვია, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100