სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო 3 თვის განმავლობაში ოჯახის წევრის მიერ საქართველოში 13 ქალია მოკლული

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ძალადობრივმა კულტურამ 13 ქალის სიცოცხლე შეიწირა:

8 მარტს თბილისში ყოფილმა მეუღლემ 36 წლის ქალის დანის რამდენიმე ჭრილობის მიყენებით მოკლა;

14 მარტს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 25 წლის ქალი, ეჭვიანობის ნიადაგზე, გულმკერდში მრავლობითი ჭრილობის მიყენებით მოკლა;

15 მარტს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარმა ცოლი მაღაზიაში დანის რამდენიმე დარტყმით მოკლა;

19 მარტს მარნეულში მამაკაცმა მეზობელი გოგონა მოკლა და ცხედარი გადამალა;

19 მარტს კახეთში 17 წლის გოგონამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ ოჯახ მას დანიშვნა მისთვის არასასურველ მამაკაცზე დანიშვნას აიძულებდა;

20 მარტს სოფელ თამარისის მაცხოვრებლებმა 17 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია მისი 51 წლის მეზობელი მამაკაცი;

16 აპრილს საჩხერეში 19 წლის გოგონამ თავი მოიკლა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული;

23 აპრილს ორხევში 72 წლის ქალი მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების დროს დანით მოკლა;

იმავე დღეს თერჯოლაში ახალგაზრდა მამაკაცმა დედა ბლაგვი საგნით მოკლა;

28 აპრილს მამაკაცმა გერი გოგონა მოკლა;

15 მაისს 27 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 24 გასროლით მოკლა, მისი ძმა კი დაჭრა;

22 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში 8 შვილის დედა, რომელიც მეცხრე შვილზე იყო ფეხმძიმედ ქმარმა დილის 6:00 საათზე მოკლა და თავი ჩამოიხრჩო.

22 მაისს ადიგენში, მამაკაცმა, ავთანდილ ხ-მ ნასესხი ფულის გადაუხდელობის გამო, 1960 წელს დაბადებული მერი ა-ს ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100