ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდი ყოფილმა პატიმარმა გააუპატიურა
ტვ 25-ის ინფორმაციით, 15 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ე.წ მესამე გოროდოკის დასახლებაში 17 წლის მოზარდი ყოფილმა პატიმარმა გააუპატიურა.
შემთხვევა ღამის 11ის ნახევარზე მოხდა.
მოზარდი ეჭვმიტანილმა სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა და კორპუსიდან მოშორებით ავტოფარეხების უკან გაიყვანა.
შემთხვევის ადგილს დედამ მეზობლების დახმარებით რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად მიაკვლია.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ეჭვმიტანილი, მანამდე ციხეში ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა და ამავე დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მეზობლებთან კონტაქტი იშვიათად ჰქონდა.
17 წლის გოგონას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება და ძალადობის კვალი აღენიშნება.
საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი არჩილ სურმანიძე იძიებს.
გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სატელევიზიო კომენტარისგან სამართალდამცავები თავს იკავებენ.
კომენტარი