სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩხუბი პარლამენტში - მიხეილ მაჭავარიანს მიკროფონი ესროლეს (ვიდეო)

საქართელოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ფარული ჩანაწერების შესახებ ვიცე სპიკერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა:

"როგორც კი ნახავთ ადამიანს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, თავზე ხელი კი არ უნდა გადაუსვათ და სამსახურიდან კი არ უნდა გაუშვათ, როგორც ეს გააკეთეთ გელა ხვედელიძის შემთხვევაში, ამ პირმა ჩაიდინა თვითმკვლელობამდე მიყვანის დანაშაული და უნდა ყოფილიყო დასჯილი", - განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის ამ გამოსვლის შემდეგ დარბაზში სიტყვა დეპუტატ ლუკა კურტანიძეს მისცეს, რა დროსაც ჩხუბი დაიწყო. ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდა, დეპუტატმა კარლო კომპალიანმა კი მაჭავარიანს მიკროფონი ესროლა. ვითარების განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100