სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„იმან გაიხაროს, ვინც მამა გაბრიელის საფლავზე უკრაინული რევოლუციის გამარჯვება ინატრა“

ევრომაიდანის აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში. გარდა იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები გუშინ სხდომაზე უკრაინის დროშებით და კაშნეებით მივიდნენ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადებაც გამოაქვეყნსადაც ნათქვამია:

„ჩვენ მწუხარებით ვუმზერთ უკრაინის დედაქალაქში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს. ამავე დროს აღვნიშნოთ, რომ ძალადობის ესკალაციის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ვილნიუსის სამიტის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ხანგრძლივი ზეწოლა, რათა ოფიციალურ კიევს ხელი არ მოეწერა ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. სამწუხაროდ, მეზობელი სახელმწიფოების და, ამ შემთხვევაში, უკრაინის სუვერენიტეტის უგულებელყოფა და ევროპული ოჯახისკენ სწრაფვაში ხელის შეშლა რუსეთის ფედერაციის დეკლარირებული პოლიტიკაა. რომ არა უკრაინისთვის - ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ - შანტაჟისა და ზეწოლის გზით თავსმოხვეული ეს მცდარი გადაწყვეტილება, ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერებოდა აღნიშნულ ხელშეკრულებას და სამოქალაქო დაპირისპირების ნაცვლად ეს სახელმწიფო ევროპის ცივილიზებულ ერთა ოჯახში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდა.

ხაზს ვუსვამთ რა რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის უზარმაზარ წილს, აშკარაა, რომ ასეულობით ათასი უკრაინის მოქალაქის აზრის გაუთვალისწინებლობა და დიალოგის უუნარობა უშუალოდ იანუკოვიჩის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ხალხთან დიალოგის ნაცვლად, უკრაინის მმართველმა ძალამ მიიღო არადემოკრატიული, რეპრესიული და კონფრონტაციული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პაკეტი, რამაც შეზღუდა გამოხატვის და სამოქალაქო თავისუფლებები და დაძაბულობის ესკალაციის იმპულსად იქცა.

დღეს კიევის ქუჩებში იღვრება სისხლი. პოლიციის სპეცდანაყოფები უპირისპირდებიან დემონსტრანტებს. არიან დაღუპულები და ამ ფონზე დუმილი დაუშვებელია. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენი ვალია სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელი ხალხის მისწრაფებას თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ერების ოჯახისკენ. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წინ აღუდგეს უკრაინის პუტინისეულ ევრაზიულ კავშირში შეთრევის ნებისმიერ მცდელობას.

უკრაინის თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!“,-აღნიშნულია განცხადებაში

გარდა ამის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ. „იმან გაიხაროს, ვინც მამა გაბრიელის საფლავზე უკრაინული რევოლუციის გამარჯვება ინატრა“... -წერს გოგა ხაჩიძე „ფესიბუქის“ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100