თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს
თიბისის
გადაწყვეტილებით,
2020 წლის
განმავლობაში
გლობალური პანდემიით გამოწვეული
მიზეზებით
არცერთი
თანამშრომელი
არ გათავისუფლდება. თიბისის გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს
სამსახურს. ასევე, თიბისის მენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაც როგორც წესი, ანაზღაურების 70%ია.
ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი
გახდა მაქსიმალურად მოკლე დროში კომპანიის თანამშრომლების დისტანციურ და
ციფრულ მოდელზე ეფექტიანად გადაყვანის
გზით, ასევე, მენეჯმენტის
მიერ
წლიური ბონუსების
დათმობის ხარჯზე.
თიბისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად მყარი დამსაქმებელი კომპანიაა და ჯამში 7000-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია, გუნდი წევრებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობისა
და ფიზიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა და შენარჩუნება.
„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შენარჩუნება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის და მათი ოჯახებისთვის. თიბისის კულტურა სწორედ ურთიერთმხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასეულობებზე დგას.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც ერთ თანამშრომელს არ გავათავისუფლებთ კრიზისის მიზეზით 2020 წლის განმავლობაში და მაქსიმალურად შევეცდებით, გავუმარტივოთ მათ ცხოვრება ამ რთულ პერიოდში. ამასთან გადავწყვიტეთ,
რომ მენეჯმენტი წელს არ აიღებს საბონუსე კომპენსაციებს,
რაც წლიური ანაზღაურების 70 %.
კომენტარი