სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვიდრე არ ვისწავლით ერთმანეთის გაჭირვების გაზიარებას, ვიდრე არ დავრწუმნდებით, რომ სხვისი პრობლემა არის ჩვენი, გამორიცხულია, რომ რამე პრობლემა მოგვარდეს"

„მე აქ წარმოვადგენ მთელ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, მე აქ წარმოვადგენ ჩემს გენერალურ დირექტორს, მე აქ წარმოვადგენ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ აქ ვერ მოვიდნენ, მაგრამ ისინი გამოხატავენ სოლიდარობას,“ – ეს განცხადება ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა. ჟურნალისტი ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფება და მან ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამას გამძლეობა უსურვა.

ჟორჟოლიანმა სანდრო გვირგვლიანის საქმე გაიხსენა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც იმ პერიოდში სიმართლის დადგენას ითხოვდნენ, დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან და ჩუმად არიან.

„მე დღეს აქ მინდოდა დამენახა მეტი ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ იდგა რუსთაველზე. ვიდრე არ ვისწავლით ერთმანეთის გაჭირვების გაზიარებას, ვიდრე არ დავრწუმნდებით, რომ სხვისი პრობლემა არის ჩვენი, გამორიცხულია, რომ რამე პრობლემა მოგვარდეს,“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100