სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რა კომენტარს აკეთებს თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის კონკურსიდან გამოთიშვის შესახებ

თამარა გაჩეჩილაძემ ევროვიზიაზე ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა. მომღერალი კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა კონკურსს გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა ათ რეიტინგულ ნომერს შორის ვერ მოხვდა. ფაქტზე განმარტება თაკომ "ფეისბუქზე" გააკეთა:

"ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება, და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ!
საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო! ეს დღეს ყველამ დაინახა! ამაზე
მეტყველებდა ოვაციები, ტაში, ყველაფერი!!!! და რაც მთავარია ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს!

მე რაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი!:) ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა......!!! სამწუხაროდ((( მოკლედ, მადლობა ყველას, მიყვარხართ და ვამაყობ ჩემი თავითაც და რაც მთავარია იმით რომ მე ვარ ქართველი!! გკოცნით ყველას!" - წერს გაჩეჩილაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100