ბუნებრივი აირის ტარიფი 10%-ით შემცირდება
ბუნებრივი აირის ტარიფი 10%-ით შემცირდება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც დაადასტურა.
მინისტრის განცხადებით, გაზი 5 თეთრით გაიაფდება, მაგრამ მთავრობა და სამინისტრო ამ კუთხით კიდევ აგრძელებს მუშაობას, რათა ტარიფის დაწევა კიდევ მოხერხდეს. გადასახადის შემცირებაზე საბოლოოდ ერთ კვირაში ჩამოყალიბდებიან.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ შემცირებული ტარიფი საქართველოს ყველა ოჯახზე გავრცელდება.
კომენტარი