სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჰარაში მეტეორი აღმოაჩინეს

საჰარაში მარსის მეტეორი აღმოაჩინეს. მისი ასაკი 2,1 მილიარდი წელია, მასა კი 320 გრამი. უდაბნოში მაროკოელი ბედუინების მიერ ნაპოვნ მეტეორს მკვლევარებმა NWA 7034 უწოდეს.

ამ ინფორმაციას ნიუიორკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ავრცელებს. მათივე განმარტებით აღნიშნული ქვა, მსოფლიოს უძველეს ნიმუშთა შორის სიძველით მეორე ადგილზეა.

დედამიწაზე აღმოჩენილი ყველაზე ძველი მეტეორი „ალან ჰილზი“ გახლავთ, რომელიც 4,5 მილიარდი წლისაა და მკვლევარებმა ის 1984 წელს ანტარქტიდაზე იპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100