სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სამართლიანი არჩევნები“ - ჩვენს მიერ ამ დროისთვის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი

სამართლიანი არჩევნებისდამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 20 შენიშვნა.

როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 99.7% -სგან მიიღო. ორგანიზაციის 99.7% დამკვირვებელს უბანზე შესვლისა და შუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემების მსგავსია. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.3% იყო მზად. საარჩევნო უბნების 99.7%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა. საარჩევნო უბნების 2.7%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა“, - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

კერძოდ, ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება, კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა, მარკირების პროცედურის დარღვევა, ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100