რატომ ტოვებს შალვა რამიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობას?
შალვა რამიშვილი საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის
საზოგადოებასთან ურთიერთობისა
და კომუნიკაციის
დეპარტამენტის ხელმძღვანელის
პოსტს ტოვებს.
ინფორმაცია, რომელიც
ორი დღის
წინ გავრცელდა,
რამიშვილმა დღეს,
ფიესბუქში საკუთარი პოსტით დაადასტურა.
"ძვირფასო
მეგობრებო,
უკვე სამ თვეზე მეტია ველაპარაკები ერთ-ერთ ტელევიზიას ამ უკანასკნელის ეთერში შოუს გაკეთებს თაობაზე. თვის ბოლოს ამ გადაწყვეტილებას
ოფიციალურად
გავაფორმებ.
მანამდე კი ადმინისტრაციაში
ვარ დაკავებული მიმდინარე საქმეების დამთავრებით.
პ.ს. ეს გადაწყვეტილება არაა დაკავშირებული პოლიტიკურ სიტუაციასთან. უბრალოდ ვუბრუნდები იმ ხელობას, რომელიც ჩინოვნიკობაზე უკეთ გამომდის. ამასთან, ვრჩები პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარდამჭერად და გულშემატკივრად",
- აცხადებს
რამიშვილი.
არსებული ინფორმაციით, შალვა რამიშვილი გადაცემას
"იმედზე"
წაიყვანს.
კომენტარი