სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფინკა ბანკში სესხებზე უპრეცედენტო აქცია დაიწყო

6 სექტემბერი, 2016 წელი. ფინკა ბანკმა სესხებზე უპრეცედენტო აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სესხის აღება ლარში 5 %-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 000 ლარია.

„სესხების აქციით გვსურს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ჩვენ არსებულ მომხმარებლებს მიაღწიონ დასახულ მიზნებს, განავითარონ მათი მცირე და საშუალო ბიზნესები, ასევე გვსურს მოვიზიდოთ ახალი მომხმარებლები და ხელი შევუწყოთ მათ მიზნების განხორციელებაში“ - აცხადებენ ფინკა ბანკში.

სესხების აქციის ფარგლებში ნებისმიერი ინფორმაციის მიღება და სესხზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში.

სესხების აქცია ფინკა ბანკში 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100