სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტომ კრუზი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელეს

ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ტომ კრუზი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. ამ უკანასკნელის წლიური შემოსავალი 75 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

გასული წლის რეიტინგის ლიდერი, ლეონარდო დი კაპრიო, მიმდინარე წელს მეორე ადგილს დასჯერდა, მისი წლიური შემოსავალი თითქმის ორჯერ შემცირდა და 77 მილიონიდან 37 მილიონამდე ჩამოვიდა.

მესამე ადგილი მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, ადამ სენდლერს, 37 მილიონი ამერიკული დოლარით ერგო.

მაღალანაზღაურებადი მსახიობების ხუთეულში დუეინ ჯონსონი და ბენ სტილერიც შევიდნენ.

ათეულს კი შემდეგი ვარსკვლავები ასრულებენ: საშა ბარონ კოენი, ჯონი დეპი, უილ სმიტი, მაიკლ უოლბერტი, ტეილორ ლოტნერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100