სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ ინტერესდება პროკურატურა კახიშვილ-ბენიაშვილის შესაძლო ფულის გათეთრების ფაქტებით?

მედიაში უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ისნის მაჟორიტარს ქართული ოცნებიდან, კახი კახიშვილს, საეჭვო კავშირები აქვს ბიზნესმენ მიხეილ ბინიაშვილთან, რომელიც მისი წყალობით, პრივილეგიებით სარგებლობს.

კერძოდ, გამოქვეყნდა ფოტო-მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება კახიშვილ-ბინიაშვილის ახლო კავშირები, რომელიც დიდი ალბათობით, ფულის გათეთრებისა და არალეგალური შემოსავლების ფაქტებით არის გამყარებული.


მაგალითად, გავრცელებული ცნობებით, უცნაური რეპუტაციის მქონე ბიზნესმენი ბინიაშვილი არალეგალურად აფინანსებდა კახიშვილს, წინასაარჩევნოდ. თავის მხრივ, კახიშვილი სწორედ შავი ფულით ცდილობდა ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინებასა თუ გადაბირებას...

მეტიც: კახიშვილ-ბინიაშვილი ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე, ერთად იმყოფებოდნენ თურქეთში, სადაც არ არის გამორიცხული რომ ის “მომავალი თანამშრომლობა” “დაალაგეს”, რომლითაც ბინიაშვილმა დახარჯული უკან უნდა ამოიღოს.

საინტერესო დეტალი: კახიშვილი ბინიაშვილთან ახლო და ფინანსური რესურსით გამყარებულ კავშირებს საგულდაგულოდ მალავდა. იგი უარყოფდა როგორც მის ნაცნობობას, ისე მასთან რაიმე სახის საქმიან ურთიერთობებს.


თუმცა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტ გამოცემებმა გამოაქვეყნეს კახიშვილ-ბინიაშვილის კავშირების დამადასტურებელი ფოტო-მტკიცებულებები, ის მედიას უკვე რამდენიმე კვირაა ემალება.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოფისში არ მიდის მიხეილ ბინიაშვილიც. ის ნახევრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში გადაადგილდება და ყველანაირად ცდილობს რომ საჯაროდ გამოჩენას თავი აარიდოს.

თუმცა, გამორიცხული არ არის რომ კახიშვილს კიდევ ერთხელ მოუწიოს თავის მართლება ქართული ოცნების ლიდერებთან. მათ შორის ივანიშვილის უშუალო გარემოცვასთან, რომლისთვისაც უკვე ცნობილია მისი საეჭვო და არალეგალური ფინანსური ურთიერთობები ბინიაშვილთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100