სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის აეროპორტი თვითმფრინავების ჩამოვარდნის საფრთხის წინაშე დგას

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თვითმფრინავების ჩამოვარდნის საფრთხის წინაშე დგა, - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ლილოს დასახლებაში არსებული ღია ნაგავსაყრელია რომელზეც სხვადასხვა სახის ფრინველები ბინადრობენ.
"ლილოს ნაგავსაყრელი, რომლის მშენებლობაც დაიწყო 2010 წელს და ეს სერიოზული პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რადგანაც ამ აეროპორტით სარგებლობს დედაქალაქის მოსახლეობა, არსებობს იმის საფრთხე რომ თვითმფრინავი ჩამოვარდეს. ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ავიაციიდან მიღებული წერილი რომელშიც საუბარია იმაზე რომ თვითმფრინავზე შეჯახების დინამიკა არის მზარდი. გარდა ამისა „ტავ ჯორჯიადან" გვაქვს წერილი სადაც საუბარია იმაზე რომელ ბოინგს შეექმნათ ამის საფრთხე. ეს ეწინააღმდეგება "იკაოს" ნორმებს რომლის წევრიც არის საქართველო" , -აცხადებს მჟავანაძე და დასძენს რომ ლილოს დასახლებაში არსებული ღია ნაგავსაყრელის მსგავსი რამ აეროპორტიდან 17 კილომეტრის რადიუსში უნდა იყოს განლაგებული, ეს ნაგავსაყრელი კი თბილისის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100