სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი აღმოჩნდა

ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი A(H1N1), ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი აღმოჩნდა , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილმა იტყობინება.

მისივე თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი იყო. ზახაშვილის ინფორმაციით, გრიპის სეზონზე უკვე დღემდე საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 5 B ტიპის გრიპის ვირუსი იყო, დანარჩენი კი A (H1N1), ე.წ. ღორის გრიპი. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან სამი ლეტალურად დამთავრდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში გრიპის შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ. ზახაშვილის ცნობით, ბოლო სამი კვირაა შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება. "შემთხვევებმა პიკს მიაღწია, თუ უკვე დაბლა ვეშვებით, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ გრიპის სეზონი ზოგადად 5-8 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება", _ აღნიშნა მან.
ზახაშვილის თქმით, გარდაცვლილის ახლობლები შესაძლოა იყვნენ ზემოთ აღნიშნული ვირუსის მატარებლები. ამდენად, მათ მკურნალობისთვის ექიმს უნდა მიმართონ და არა ლაბორატორიას დასადასტურებლად.
ღუდუშაურის კლინიკაში 42 წლის ქალი გუშინ გარდაცვალა. იგი კლინიკაში 10 დღე მკურნალობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100