სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურამიშვილის გამზირზე 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო შეუწყდა

დავით გურამიშვილის გამზირის #50-თან, სამშენებლო კომპანია „დინ გრუპის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას, დაზიანდა საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი.

შედეგად თბილისის ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება.

გთხოვთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100