
სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი