
"მადლობა თითოეული წუთისთვის" - ასე მიულოცა ბონდარენკომ საყვარელ ქალს იუბილე
უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო თავის მეუღლეს იუბილეს ძალიან ემოციურად ულოცავს, რომლის თარგმანსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"პატარავ, დაბადების დღეს გილოცავ! მადლობა თითოეული წუთისთვის, რომელსაც ჩვენს ოჯახს ჩუქნი! მადლობა შენი სიბრძნისთვის, მისწრაფებისთვის, ცოდნისთვის... ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ! ჩვენ ყველაზე ლამაზი დედიკო გვყავს" - წერს მსახიობი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ აურელია მსახიობისთვის მეორე მეუღლეა, რომელთანაც გასულ წელს გოგონა შეეძინა.
კომენტარი