
თბილისის “დინამო” ბერძნული “არისის” წინააღმდეგ
საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ევროტურნირზე ასპარეზობს.
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში „დინამოს“ მეტოქე ბერძნული „არისი“ იქნება.
თბილისის „დინამოსა“ და სალონიკის „არისის“ შეხვედრა 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
გულშემატკივრებს აღნიშნულ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ tkt.ge-ზე შეეძლებათ ➡ tkt.ge/DinamovsAris
ყველა კატეგორიის ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება.
მხარი დავუჭიროთ თბილისის “დინამოს” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში!
კომენტარი