
უბედური შემთხვევა, რომელსაც უამრავი ადამიანი შეესწრო - თვითმფრინავი მოწყვეტით დაეშვა და ზღვაში ჩავარდა. არის მსხვერპლიც
უბედური შემთხვევა მოხდა იტალიაში - საჰაერო შოუს დროს, რომელსაც უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს, ერთ-ერთი თვითმფრინავი მოწყვეტით დაეშვა და ზღვაში ჩავარდა. მფრინავი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმფრინავის გაუმართაობის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
კომენტარი