
ავარია ბათუმში - ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის გზატკეცილზე მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
კომენტარი