
ცნობილია iPhone5-ის გამოსვლის თარიღი
ტექნობლოგი iMore ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს - კომპანია Apple ახალი მოდელის პრეზენტაციას 12 სექტემბრისათვის გეგმავს.
გამორიცხული არ არის, რომ იმავე დღეს მოხდეს ახალი iPad mini-ს, მსოფლიოში პოპულარული პლანშეტის პატარა ვერსიის, პრეზენტაცია.
გავრცელებული ინფორმაციით iPhone5 გაყიდვაში 21 სექტემბრიდან ჩაეშვება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზენტაცია 12 სექტემბერსაა დაგეგმილი პორტალმა All Things Digital-მაც დაადასტურა, რომლის პროგნოზებიც მუდამ მართლდება.
Apple ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებს.
კომენტარი