
22 წლის გოგოს ცხედარი არხში იპოვეს – უბედური შემთხვევა ბოლნისში
უბედური შემთხვევა მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. წყლის არხში 22 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგო ახალი გათხოვილი იყო. მას ოჯახის წევრები გუშინ დილიდან, პოლიციასთან ერთად ეძებდნენ. ჯერ – ჯერობით უცნობია რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.
შსს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
კომენტარი